გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: რადიკალური ისლამიზმის მიმდევრობებს და კონცეფციებს რომ აფინანსებენ ამ ქვეყანაში, საიდან რა ფინანსდება, რისი პროპაგანდა მიდის, ამაზე რატომ არ ვლაპარაკობთ? ამის მიუხედავად, არცერთი შეზღუდვა არ არის

21-02-2023

რადიკალური ისლამიზმის რაღაცა მიმდევრობებს და კონცეფციებს რომ აფინანსებენ ამ ქვეყანაში და კაციშვილმა არ იცის, საიდან რა ფული შემოდის და რა ფინანსდება, რისი პროპაგანდა მიდის მასებსა და სიღრმეებში, ამაზე რატომ არ ვლაპარაკობთ. მაგრამ, ამის მიუხედავად, არცერთი შეზღუდვა არ არის“ -ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ხალხის ძალის“ წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

 

მდინარაძის თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ პირველ ვარიანტს არათუ რუსულთან, ამერიკულთანაც საერთო ბევრი არაფერი აქვს.

 

„მსგავსებაზე ბუნებრივია ვერ ილაპარაკებ. აქ არის სათაურზე საუბარი და შინაარსზე. შინაარსი არის მხოლოდ ის, რომ როგორც კი დაფინანსება ექნება უცხოეთიდან, მაინცდამაინც დასავლეთისკენ რომ იშვერენ ხელს. დასავლეთი რა შუაშია მხოლოდ ასე ცალკე აღებული?! საიდან არის?! მათაც ჰქონდათ სხვათაშორის ბრიფინგში.

 

არ არის ეს მარტივი ამბავი, რომ ასე მაინცდამაინც მარტო დასავლეთიდან წამოსული დაფინანსება. ჩრდილოეთიდანაც არის, სამხრეთიდანაც და აღმოსავლეთიდანაც. ბევრი რაღაცები არ გვინდა ხოლმე ჩვენ ვთქვათ ამასთან დაკავშირებით.

 

მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი. მაგალითისთვის, რადიკალური ისლამიზმის რაღაც თეორიების და მიმდევრობების დაფინანსებები რომ ხდება ამ ქვეყანაში, ხომ ყველამ კარგად ვიცით ეს ყველაფერი.

 

ანუ რატომ იმაზე არ ვლაპარაკობთ არავინ. მაინცდამაინც დასავლეთს მიახტებიან ხოლმე და იქიდან დაფინანსებულებს უფრთხისო ხელისუფლება. რადიკალური ისლამიზმის რაღაცა მიმდევრობებს და კონცეფციებს რომ აფინანსებენ ამ ქვეყანაში და კაციშვილმა არ იცის, საიდან რა ფული შემოდის და რა ფინანსდება, რისი პროპაგანდა მიდის მასებსა და სიღრმეებში, ამაზე რატომ არ ვლაპარაკობთ. მაგრამ, ამის მიუხედავად, არცერთი შეზღუდვა არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.