გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: როდესაც სასუქებით დღემდე ვაჭრობს რუსეთთან ამერიკა, ის უფრთხილდება თავის ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროპამ სადაც შეძლო, დაასანქცირა, სადაც თავის მოქალაქეებს ცუდად ეხებოდა, იქ მილიარდიან ვაჭრობაზეა საუბარი

22-02-2023

როდესაც სასუქებით დღემდე ვაჭრობს რუსეთთან ამერიკა, ვერ გაამტყუნებ ამაში ბოლომდე, ის უფრთხილდება თავისი ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას, სოფლის მეურნეობას და ა.შ. და რადგან გამოუვალი სიტუაციაა, ამას აკეთებს. სადაც შეუძლია იქ ასანქცირებს ბოლომდე, არ ვაჭრობს. ევროპამ სადაც შეძლო, იქ დაასანქცირა, სადაც ვერ შეძლო და უკვე თავის მოქალაქეებს ცუდად ეხებოდა, იქ მილიარდიან ვაჭრობაზეა რუსეთთან დღემდე საუბარი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს „პირველი არხის“  გადაცემაში  „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ნებისმიერი ქვეყანა თავის პოლიტიკას ამ მიმართულებით ასე აყენებს - პირველი არის ეროვნული უსაფრთხოება, მათ შორის ფიზიკური უსაფრთხოება, ეკონომიკური უსაფრთხოება.

 

მისივე  თქმით,  ყველა ქვეყანა ცდილობს, ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, როცა საოკუპაციო ჯარები უტევენ უკრაინას და მის სიღრმეში არიან შეჭრილები, თავის შესაძლებლობის მაქსიმუმი დააფიქსიროს, ევროპის ქვეყნებმა, ნატო-ს ქვეყნებმა, აშშ-მა.

 

„იცით, რომ მიდის ხოლმე მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რა იარაღი მისცენ, მაგალითად, დღემდე, დავარქვათ  მაღალი სიმძლავრის იარაღის გადაცემაზე თავის შეკავებასთან გვაქვს საქმე იქიდან გამომდინარე, რომ იქ შეიძლება სხვა საფრთხეები გაჩნდეს, ბირთვული საფრთხეები შეიძლება შეიქმნას უფრო თამამი ნაბიჯების შემთხვევაში მათი მხრიდან და ა.შ. ასეთი ამბები მოგვდის, ყველამ იცის, არ იმალება და ნიუსები ვრცელდება საჯაროდ და ღიად.

 

ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქვეყანა თავის პოლიტიკას ამ მიმართულებით ასე აყენებს. პირველი არის ეროვნული უსაფრთხოება, მათ შორის ფიზიკური უსაფრთხოება, ეკონომიკური უსაფრთხოება.

 

დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა და ეს ბრწყინვალე მაგალითია. როდესაც მაგალითად სასუქებით დღემდე ვაჭრობს რუსეთთან ამერიკა, ვერ გაამტყუნებ ამაში ბოლომდე, ის უფრთხილდება თავისი ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას, სოფლის მეურნეობას და ა.შ. და რადგან გამოუვალი სიტუაციაა, ამას აკეთებს. სადაც შეუძლია, იქ ასანქცირებს ბოლომდე, არ ვაჭრობს. ევროპამ სადაც შეძლო, იქ დაასანქცირა, სადაც ვერ შეძლო და უკვე თავის მოქალაქეებს ცუდად ეხებოდა, იქ მილიარდიან ვაჭრობაზეა რუსეთთან დღემდე საუბარი.

 

ანუ, სადამდეც შეუძლიათ ქვეყნები გამოხატავენ თავისი ჟესტებით პროტესტსაც, მხარდაჭერასაც, პროტესტს რუსეთის მიმართ, მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. რა გააკეთა ამ დროს საქართველომ, მე მგონია, რომ ჩვენ ამ მიმართულებით სასაყვედურო ნამდვილად არაფერი გვაქვს. 

 

400-ზე მეტი მხარდამჭერი დოკუმენტი, რაც კი შეიქმნა ამ პერიოდის განმავლობაში, სპეციალურად ვამბობთ ხოლმე ხაზგასმით  ჰააგის ტრიბუნალთან მიმართებით რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას, რაც კონკრეტულ მხარდამჭერ დოკუმენტში აისახა, ასეთ დოკუმენტებში ჩვენ ვიყავით როგორც თანასპონსორები, ასევე თანაავტორები, მაგალითად, ასევე ჩვენი მეგობარი მოლდოვისგან განსხვავებით, რომელმაც ეს შეიძლება ვერ გარისკა, ვერ გაამტყუნებ ვერც აქ მოლდოვას, იმიტომ, რომ ისიც განსაკუთრებული გამოწვევის წინაშეა.

 

ეს ჩვენ გავრისკეთ, მაგრამ როცა უკვე შეეხებოდა უშუალოდ სანქციების დაწესებას, კი ბატონო, ვთქვით, რომ სანქციების გვერდის ავლისთვის ეგ ქვეყანა არ გამოდგება, რაც არის დაწესებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ სანქციების  დამატებით დაწესება ჩვენი ქვეყნიდან წარმოუდგენელი რამე იქნებოდა, ჩვენ ოკუპანტ ქვეყანას  ვერაფრით დავაზიანებდით პრაქტიკულად“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.