გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველო საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად რეგიონალურ შეხვედრებს მასპინძლობს

16-07-2018

საქართველო საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად 17-18 ივლისს მაღალი რანგის რეგიონალურ შეხვედრებს უმანსპინძლებს. 
ხვალ, 17 ივლისს, 09:00 საათზე, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გახსნის. ღონისძიებას ესწრება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი პასკალ სან-ამანსი. 


ორდღიანი საერთაშორისო ფორუმის ორგანიზატორები და მასპინძლები არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, საქართველოს პარლამენტი და ეროვნულ ბანკი, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD). ფორუმის მუშაობაში 20 ქვეყნის ფინანსთა სამინისტროების, საგადასახადო ადმინისტრაციების, ეროვნული ბანკებისა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.