გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: რაც კეთდება, ამ კანონპროექტით და რაც მოგვწონს არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობას ეცოდინება საიდან ფინანსდებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც მაგალითად, ბლოკავენ ნამახვან ჰესის მშენებლობას

23-02-2023

 “ჩვენ გვაქვს ამ ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელსაც ენერგეტიკული განვითარება ვერ დაეწია, მათ შორის, იმის გამო, რომ დაიბლოკა ნამახვან ჰესის მშენებლობა - სადაც პოლიტიკური ინტერესი იყო,’’ ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE’’-ის ეთერში განაცხადა.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს იმ ორგანიზაციების დაფინანსების წყარო, რომლებიც, მაგალითად აპროტესტებენ ნამახვან ჰესის მშენებლობას.


მისი თქმით, ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის EED ერთ-ერთი ბორდის წევრი აპროტესტებდა ნამახვან ჰესის მშენებლობას, რომელიც, საპროტესტო აქციებში, მას შემდეგ ჩაერთო, როდესაც გამოიკვეთა, რომ არასაკმარისი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა.


,,ზოგადად ვიმსჯელოთ. ეს შეიძლება ყოფილიყო, მაგალითად იმპორტიორი კომპანიების ინტერესი, შეიძლება ყოფილიყო რუსული მხარის ინტერესი. რა თქმა უნდა, ურჩევნიათ, რომ თავისი ელექტროენერგია გაყიდონ საქართველოში, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ თავად ვაწარმოოთ. თუმცა, იყვნენ სხვა სუბიექტებიც, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იღებდნენ დაფინანსებას კონკრეტული წყაროებიდან.


დღეს ვახსენე, რამდენიმე ასეთი ორგანიზაცია, მაგალითად EED, რომელიც ცნობილია საქართველოში იმით, რომ კარლ ჰარცერმა სწორედ მას გადაახდევინა მელიას გირაოს თანხა. აშშ-ში არის ასევე NED, რომელიც აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვადასხვა მიზნით. ამ შემთხვევაში, იყო კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებოდნენ ამ ტიპის წყაროებიდან და რომლებიც, ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში. მათი პოლიტიკური მიზანი, პირდაპირ ვიტყვი იყო ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის დასუსტება - ეს იყო პოლიტიკური მიზანი. გარდა ამისა, EED ვახსენე, ეს არის ევროკავშირის მიერ შექმნილი ოფიციალური სტრუქტურა.


ოფიციალურად არის დაფუძნებული ევროკავშირის მიერ და ამ ორგანიზაციის ბორდის ერთ-ერთ წევრი, არის ქალბატონი ჰაიდი ჰაუტალა. ყოფილი თუ მოქმედი ევროპარლამენტარი. პირდაპირ გამოვიდა მაშინ, როცა როგორც ჩანს არ ეყოთ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა. პირდაპირ გამოვიდა ჰაუტალა და მხარი დაუჭირა იმ პროტესტს, რომლის მიზანიც იყო საქართველოში ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შეზღუდვა. აქაც არაფერს ვზღუდავთ, ჰაუტალასაც შეუძლია იგივე თქვას, რასაც წარსულში ამბობდა. იმ ორგანიზაციებსაც შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ იმ საპროტესტო აქციებში, რომლის მიზანია ენერგეტიკული ზრდის დაბლოკვა საქართველოში.


ერთადერთი რაც კეთდება, ამ კანონპროექტით და რაც მოგვწონს ჩვენ, ამ კანონპროექტში არის ის, რომ ეს ყველაფერი ხდება გამჭვირვალედ, ანუ საქართველოს მოსახლეობას ეცოდინება, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც აპროტესტებენ და ბლოკავენ ნამახვან ჰესის მშენებლობას, ფინანსდებიან ამა თუ ამ წყაროდან. ეს შეიძლება იყოს ჩრდილოეთის, დასავლეთის, სამხრეთის ან აღმოსავლეთის წყარო. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ანგარიშებს. აბსოლუტურად ბუნდოვანია ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება კონკრეტული ორგანიზაციების დაფინანსებას. კიდევ ერთხელ, აქცენტი კეთდება ხშირად ენჯეოებზე, რომლებიც ფინანსდებიან დასავლური წყაროებიდან. ესეც ერთი საკითხია, ამასთან დაკავშირებითაც უნდა ქონდეს სრული ინფორმაცია მოსახლეობას, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის უამრავი წყარო, უამრავი მიმართულებიდან ხდება სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების დაფინანსება. ინტერესი არის სხვადასხვა.

არის მათ შორის, აბსოლუტურად კეთილშობილი ინტერესები, მაგალითად ვიღაცას უნდა, რომ კონკრეტულ ტყე-პარკს შემატოს ნარგავები. ამ შემთხვევაშიც, ეს დაფინანსება გახდება გამჭვირვალე. მაგრამ საზოგადოება დაინახავს, რომ სადღაც მიზანი არის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და სადღაც მიზანი არის ის, რომ ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას შეექმნას საფრთხე,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.