გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა

17-07-2018

მიმდინარე წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 4.8 ლარით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 173 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა მაისში ეს მაჩვენებელი 177.8 ლარი იყო.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, გასულ თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 1.3 ლარით არის შემცირებული. კერძოდ, 2017 წლის ივნისში ეს მონაცემი 174.3 ლარს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, ივნისში 4.3 ლარით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 153.2 ლარი შეადგინა, 8 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის  საარსებო მინიმუმიც და 290.2 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი წინა წლის ივნისის მონაცემთან შედარებით, 2.2 ლარით არის ლარით არის შემცირებული.
"guriis moambe"