23-02-2023
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ჰადას მეიცადთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე თსუ-სა და ისრაელის სახელმწიფოს საგანმანათლებლო კავშირების განვითარებაზე, ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი პროექტების და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ისრაელის სახელმწიფოს ელჩი უახლოეს მომავალში თსუ სტუდენტებისთვის საჯარო ლექციის გამართვას გეგმავს. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ებრაისტიკის მიმართულების გაძლიერებაში დახმარება აღუთქვა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ებრაისტიკა-არამეისტიკის მიმართულება 1944 წლიდან არსებობს. თსუ-ში ასევე ფუნქციონირებს „ისრაელის ცენტრი“, რომელიც აქტიურადაა დაკავებული ქართულ-ებრაული სამეცნიერო კვლევითი სამუშაოებით.
ღონისძიებას თსუ საგარეო ურთიერთობათა სამსახური უფროსი თეა გერგედავა ესწრებოდა.