გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აფხაზ მეომართა მემორიალი ძველ ადგილს უცვლელად დაუბრუნდება

30-11-2017

შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში აღებული აფხაზ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ძველ ადგილზე უცვლელად დაბრუნდება, ამის შესახებ ნათქვამია აღმოსავლეთ ეირშირის საბჭოს განცხადებაში. ტექსტი იხილეთ ბმულზე:
https://www.east-ayrshire.gov.uk/news/article/howard-park-memorial-position-statement

ამავე დროს საბჭო თვლის, რომ უნდა შემუშავდეს ქვაზე დასატანი, ყველა მხარისთვის მისაღები უნივერსალური ტექტი და მოუწოდებს მხარეებს დიალოგისკენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მემორიალი ეძღვნება კონფლიქტში მონაწილე არა რომელიმე ერთ მხარეს არამედ, კილმარნოკის დაძმობილებულ ქალაქ სოხუმში ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ასევე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საბჭო მემორიალთან მოაწყობს საინფორმაციო დაფას, რომელზეც განმარტავს არსებულ პოზიციას და მიუთითებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.

ქართულმა მხარემ აღნიშნული მემორიალის დემონტაჟის საკითხი ნოემბერში დააყენა. შოტლანდიის მთავრობასთან გამართულ კონსულტაციებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი პირადად მონაწილეობდა. მემორიალის
დემონტაჟი 10 ნოემბერს მოხდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას თქმით, მათ არ მოუთხოვიათ მემორიალის დემონტაჟი. საგარეო უწყებამ მხოლოდ მიუთითა ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ეს მემორიალი პოლიტიზირებულ სიმბოლიკას შეიცავს, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პოლიტიკას, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ჩვენი ქვეყნის მიმართ ატარებს.

„ამის გათვალისწინებით, ადგილობრივი ხელისუფლება დაგვპირდა, რომ ყველაფერს შესაბამისობაში მოიყვანს. ამ მიზნით, მემორიალის დროებითი დემონტაჟი განხორციელდა, გამოსწორების შემდეგ, მას ისევ თავის ადგილზე დააბრუნებენ“, - განაცხადა დონდუამ.
მემორიალის აღებას აფხაზური მხარის ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მიმართვაში ქართული მხარის ნაბიჯები შეფასდა „როგორც ვანდალიზმის აქტის ხელშეწყობა და თანამედროვე ისტორიის ობიექტური ფაქტების ფალსიფიცირების მცდელობა“.


რადიო: "ათინათი"