23-02-2023
მსოფლიოში ცნობილ ჯალათებს, დესპოტებს რაც გაუკეთებიათ, ამ ჩვენს "საწყალ" პრეზიდენტს მათზე ნაკლები ცოდვა არ აქვს ჩადენილი ერის, ხალხის წინაშე... როგორ შეიძლება, ასეთი კაცი გავათავისუფლოთ, წადი, გენაცვალეო?.. ეს სხვა პატიმრების დაცინვაა! - ამის შესახებ მსახიობი იმედა კახიანი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
იმედა კახიანი სვამს კითხვას - არ უნდა მოეკითხოს მას, ვინც ქვეყნის 20%-ს რუსეთს ჩააბარებს?! „ისედაც გათავისუფლებულია, უმაღლეს პირობებშია, აქ არ მოსწონს და ევროპაში წასვლა ნებავს! არ უნდა მოეკითხოს მას, ვინც ქვეყნის 20%-ს რუსეთს ჩააბარებს?! ხომ მან ჩააბარა? რად უნდა მაგას ბევრი ძიება? ასეთ კაცს მოღალატე არ უნდა ერქვას?! მოღალატე არ უნდა დაისაჯოს?! ავად არისო და ეგ ჩემი ბრალი კი არ არის, არ ჭამს საჭმელს და ყველაფერს აკეთებს იმიტომ, რომ ევროპაში წავიდეს... ალექსანდრე ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა" ხომ გვახსოვს?! მამამ რომ გაიგო, შვილმა ქვეყანას უღალატა, თავისი ხელით მოკლა! ვერ აპატიებდა, ხალხმა რომ თქვა, ქვეყნის მოღალატეაო, თორემ მას არც უღალატია... ადამიანმა მეტი რა უნდა დააშავოს, ვიდრე ქვეყანა გაყიდოს და სამშობლოს უღალატოს?!“ - ამბობს იმედა კახიანი.