გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან ნიკოლეიშვილი: ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი რეალობა - მშვიდობა და განვითარება ჩვენ ქვეყანაში, ხოლო მტერს, ომის პარტიას უნდა რომ საქართველო უბრალოდ აღარ არსებობდეს

23-02-2023

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მსოფლიო ბანკის მონაცემებს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ომის გამო სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით უკრაინამ 15 წლით უკან დაიხია.


ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ უპირობო განადგურება ემუქრებოდა და ემუქრება საქართველოს, თუ ჩვენ შევასრულებთ მტრის დაჟინებულ მოთხოვნას და აქ გაიხსნება მეორე ფრონტი.


„ყველა ის არაადამიანი, ვინც ეწევა ომის პროპაგანდას, ანუ რადიკალური ოპოზიციის ყველა ლიდერი არის ჩვენი ქვეყნის განადგურების მსურველი. დიახ, უპირობო განადგურება ემუქრებოდა და ემუქრება საქართველოს, თუ ჩვენ შევასრულებთ მტრის დაჟინებულ მოთხოვნას და აქ გაიხსნება მეორე ფრონტი. ასევე ყველა ნაძირალაა, ვინც დღეს საზოგადოებას აწვდის ყალბ დილემას - ან ომი, ან სახელმწიფოებრიობა. არანაირი მსგავსი მოცემულობა ჩვენ წინაშე არ დგას! დღეს ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი რეალობა - მშვიდობა და განვითარება ჩვენ ქვეყანაში, ხოლო მტერს, ომის პარტიას უნდა რომ საქართველო უბრალოდ აღარ არსებობდეს“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.