23-02-2023
“0% - იან ფორმულაზე, ცნობილი ბოღმანაკაცარის, ვახო სანაიას ხელმძღვანელობით იერიში ერეკლე მეფეზე და ახალ ფილმზე მიიტანეს, რომელიც ვასილ მაღლაფერიძემ გადაიღო”- წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
ქადაგიძის თქმით, პირდაპირი დავალება აქვთ, რომ აუცილებლად ლაფი შეასხან ყველაფერ ქართულს და ღირებულს.
“კეზერაშვილის მარიონეტები აგრძელებენ ანტიქართულ პროპაგანდას და ქართველი მეფეების შეურაცხყოფას. ამჯერად 0% - იან ფორმულაზე, ცნობილი ბოღმანაკაცარის, ვახო სანაიას ხელმძღვანელობით იერიში ერეკლე მეფეზე და ახალ ფილმზე მიიტანეს, რომელიც ვასილ მაღლაფერიძემ გადაიღო და რომელშიც იდეალურად არის აღწერილი ქართველი გმირი მეფის ცხოვრება და მოღვაწეობა.
ნუთუ არ შეუძლიათ, რომ ხელი არ ახლონ ისეთ თემებს, სადაც ზუსტად იციან, რომ ხალხის რისხვას მიიღებენ? ნუთუ არ შეუძლიათ, რომ არ აგინონ ქართველ მეფეებეს და ყველაფერ ქართულს? რა თქმა უნდა, შეუძლიათ, მაგრამ პირდაპირი დავალება აქვთ, რომ აუცილებლად ლაფი შეასხან ყველაფერ ქართულს და ღირებულს. უბრალოდ ვერ ხვდებიან, რომ ამით ვერც მეფეს, ვერც ფილმს და მის ავტორს ვერაფერს დააკლებენ, მხოლოდ გააორმაგებენ ზიზღის იმ კოეფიციენტს, რომელსაც ხალხი მათ მიმართ გრძნობს...”- წერს ზურაბ ქადაგიძე.