გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

GITA-მ სხვადასხვა სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეებსა და სერვისპროვაიდერებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო

23-02-2023

ტექნოპარკში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებმა სხვადასხვა სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეებსა  და სერვის პროვაიდერებს პარტნიორობის განახლებული პირობები გააცნეს.


ღონისძიების პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო GITA -ს  2023 წლის გეგმები, აქტივობები და პროგრამები, რომელში ჩართულობის საშუალებაც აქვთ მოწვეულ სტუმრებს. აქვე აუდიტორიამ დეტალური ინფორმაცია მოისმინა კერძო სექტორის ფინანსური მხარდაჭერის ახალი სტრუქტურისა და წლის განმავლობაში გამოცხადებული კონკურსების შესახებ.


პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა კითხვა-პასუხის სესია და პანელური დისკუსია, რომელშიც გასული წლის წარმატებული პროექტებისა და აქტივობების ორგანიზატორებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებასა და მიმდინარე წლის პოტენციურ პარტნიორ ორგანიზაციებს.


აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს ინოვაციების ეკოსისტემის ლიდერების უფრო კოორდინირებულ და მჭიდრო ურთიერთობას.