გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მცხეთაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

17-07-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. 
მცხეთის მუნიციპალიტეტში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე მოქალაქეს 51 ერთეული წიფლის სახეობის მრგვალი მორი ჰქონდა განთავსებული, ხოლო მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში, სხვა სახეობისა და რაოდენობის ხე-ტყე იყო მითითებული.
ავტომანქანა დაილუქა, საქმის მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.