გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჩემი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს, უკრაინას, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - მამუკა მდინარაძე

24-02-2023

„ერთი წელი გავიდა, რაც უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო, აგრესიული ომი მიმდინარეობს. შედეგად ათიათასობით სამხედრო და სამოქალაქო პირია დაღუპული, ლტოლვილი და დევნილი გახდა მილიონობით უკრაინელი, განადგურებულია ქვეყნის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლისთავს.


„ამ უდიდესი ტრაგედიის პარალელურად, გასული ერთი წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა ჰიბრიდული ომის სამიზნე და ობიექტი გახდა იმის მიუხედავად, რომ საქართველო მოწინავეა, როგორც ჰუმანიტარული დახმარების, ასევე, საერთაშორისო პლატფორმებზე უკრაინის მხარდაჭერის კუთხით. იყო კამპანიური მცდელობები მას შავი ხვრელობა და სანქციების გვერდის ავლა დაბრალებოდა, თუმცა ერთი მტკიცებულებაც კი ვერავინ დადო ამ ხნის განმავლობაში! იყო პირდაპირი თუ ირიბი მოწოდებები საქართველო ომში ჩართულიყო, - ესეც კამპანიური ხასიათის, თუმცა საქართველომ ამ შემოტევებსაც გაუძლო...


სამწუხარო ფაქტია, რომ ჯერ კიდევ ვერ ხერხდება უკრაინაში უსასტიკესი ომის შეჩერება. სამწუხარო ფაქტია, რომ პარალელურად, ჯერ კიდევ გრძელდება ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ მისი საერთაშორისო იმიჯის დაზიანების და ქვეყნის ტერიტორიის მეორე ფრონტად ქცევის მიზნით... ჩემი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს, უკრაინას, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას! ჩემი პატივისცემა გმირ სამხედროებს და მოხალისეებს! დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!“ - წერს მდინარაძე ფეისბუკზე.