გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი სამხარაძე ელენე ხოშტარიაზე: პარადოქსია, რომ გუშინ უკრაინაში, ომის წლისთავზე, რადაში სხდომაზე შეუშვეს ქალი, რომელიც მოსკოვის თეატრიდან “გაპრავებულად” კრემლის დაფინანსებას იღებს!

25-02-2023

„აქ შეუძლია ლაკა ხოშტარიას ზოგიერთი თინეიჯერის დაბოლება, რომ ეს ნორმალურია და კრემლის ფულად არ ითვლება, მაგრამ დამიჯერეთ, უკრაინელებმა ძალიან კარგად იციან, რა არის რუსეთის დიდი თეატრი და როგორ ან ვინ აკონტროლებს მის მენეჯმენტს და თანხებს!“- წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე.


 „პარადოქსია, რომ გუშინ უკრაინაში, ომის წლისთავზე, რადაში სხდომაზე შეუშვეს ქალი, რომელიც მოსკოვის მარიინსკის თეატრიდან “გაპრავებულად” კრემლის დაფინანსებას იღებს! აქ შეუძლია ლაკა ხოშტარიას ზოგიერთი თინეიჯერის დაბოლება, რომ ეს ნორმალურია და კრემლის ფულად არ ითვლება, მაგრამ დამიჯერეთ, უკრაინელებმა ძალიან კარგად იციან, რა არის რუსეთის დიდი თეატრი და როგორ ან ვინ აკონტროლებს მის მენეჯმენტს და თანხებს!

ესეც არ იკმარეს და კიევის ცენტრიდან, თბილისში შეკრებილი დევნილი უკრაინელი ქალბატონების და ვაჟკაცი ბიჭებისთვის, მიმართვა გააკეთებინეს! შეურაცხყოფა მიაყენეს ომში დაღუპულ გმირ მეომრებს, მათ ოჯახებს და სრულიად უკრაინულ საზოგადოებას! ამ დროს, საქართველოში უკრაინის ელჩობის როლის შემსრულებელი, stand-up comedy-ის გამოსვლა რომ გეგონება, იდიოტური განცხადებებით, ოცნების დეპუტატებს ცილს წამებს და დეზინფორმაციებს ავრცელებს! რომ გაგიგოთ უკრაინელმა ხალხმა ლაკას ვოიაჟი, რას შვებით მერე?“- წერს სამხარაძე.