გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ადგილები აჭარაში, სადაც ავარიები ყველაზე ხშირად ხდება

17-07-2018

ბაგრატიონის და ჭავჭავაძის ქუჩები, ჩაქვის გვირაბი, მახინჯაური და აეროპორტის გზატკეცილი - ეს ის ადგილებია, სადაც ავტოავარიები ყველაზე ხშირად ხდება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

“ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ამ ადგილებს ე.წ. შავ მონაკვეთებს უწოდებს. როგორც მოქალაქეები ამბობენ, ამაზე ახლახანს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევაც მეტყველებს,. მათი განცხადებით, შესაძლოა მალე ამ ჩამონათვალს ჩაქვი-ქობულეთის დამაკავშირებელი ახალი შემოვლითი გზაც დაემატოს.

ადგილობრივები ხშირ ავარიებს მძღოლების უყურადღებობას უკავშირებენ. ასევე მოითხოვენ საგზაო ნიშნებისა და შუქნიშნების დადგმას.

შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტის" მარკეტინკის მენეჯერი, ბესიკ დათიაშვილი ამბობს, რომ საგზაო უსართხოების ნიშნების დამონტაჟება გარკვეული სტანდარეტებით ხდება. მოქალქეებმა უნდა მიმართონ შესაბამის სამსახურს, ამის შემდეგ მოხდება ადგილის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება.

“ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” აჭარის მთავრობას მიმართავს, რომ ამ მონაკვეთების იდენტიფიცირება დაიწყოს. ალიანსის ინფორმაციით, ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე მიმდინარე წელს 168, ჭავჭავაძის ქუჩაზე 130, აეროპორტის გზატკეცილზე კი 81 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა ჯერჯერობით არ იცნობს ტერმინს "შავი წერტილი", თუმცა ამ მხრივ მუშაობა მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ისინი 200-მდე ასეთი შავი წერტილის შესახებ ფლობენ ინფორმაციას.

imedinews.ge