გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

25-02-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს იოჰან ელიაშს შეხვდა.


შეხვედრაზე ბაკურიანში, ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველო ზამთრის სპორტში პირველად მასპინძლობს მსგავს მასშტაბურ სპორტულ შეჯიბრებას, სადაც 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, მსოფლიო ჩემპიონატში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა კი მათთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, მიიღონ კარგი გამოცდილება, რომელსაც მომავალ შეჯიბრებებში გამოიყენებენ.


საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბაკურიანში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში განხორციელებული პროექტებისთვის 270 მილიონი ლარი გამოყო. ჩემპიონატის ფარგლებში აშენდა სამი ახალი საბაგირო, მოეწყო ექვსი ახალი ტრასა. ამასთან, 30 კილომეტრიან მონაკვეთზე დამონტაჟდა ევროპული სტანდარტების გათოვლიანების თანამედროვე სისტემა.


როგორც იოჰან ელიაშმა აღნიშნა, საქართველოში პირველად ტარდება ასეთი მაღალი დონის შეჯიბრი და ყველაფერი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული. მისივე თქმით, საორგანიზაციო კომიტეტის მხრიდან უდიდესი სამუშაოები იქნა გაწეული.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა განიხილეს სამომავლო გეგმები და საქართველოს სამომავლო აქტივობა ზამთრის სპორტულ სახეობებში.