გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ხატია დეკანოიძე კოპირებულ ამერიკულ კანონზე: რუსული, აგენტების შესახებ ახალი კანონი დაარეგისტრირეს ივანიშვილის დეპუტატებმა

25-02-2023

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე, სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებას ეხმაურება.

 

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში დარეგისტრირებული ამერიკული კანონის ანალოგი, რუსულია.

 

„რუსული, აგენტების შესახებ ახალი კანონი დაარეგისტრირეს ივანიშვილის დეპუტატებმა, რომელიც: - ეხება ფიზიკურ პირებს; - პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს; - საბანკო სექტორს ( სესხს ვინც გსცემს) ; - მედიას; - ნებისმიერ ადამინს, ვისაც ეს კანონი ჩათვლის აგენტად; - სამოქალაქო სექტორიდან ყველას. არ ეხება - ქველმოქმედებას ( ანუ ივანიშვილი); - იმ სასულიერო პირებს, ვინც კეთილსინდისიერია ( ასე წერია); ითვალისწინებს სისხლის სამართლის პსუხისმგებლობას (5 წლით თავისუფლების აღკვეთა ფიზიკურ პირს და ჯარიმა იურიდიულ პირს) . ერივნული მოვალეობაა ეს კანონი არ მიიღონ“ - წერს ხატია დეკანოიძე.