გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„როგორ გავაშუქოთ კულტურის ამბები?" - მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის სემინარი ჩატარდა

27-02-2023

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში მოქმედი ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის თეატრმცოდნე და ჟურნალისტ ნიკოლოზ წულუკიძის სემინარი „როგორ გავაშუქოთ კულტურის ამბები" ჩატარდა. სემინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ კულტურის სფეროს გაშუქების თავისებურებებზე და იმ უნარებზე, რომელიც ამ დარგში მომუშავე ჟურნალისტებს მაღალი კონკურენციის პირობებში სჭირდებათ.


ორდღიანი შეხვედრის განმავლობაში, ტელეწამყვანმა ჟურნალისტებს 15 წლიანი გამოცდილება გაუზიარა და მათთან ერთად პრაქტიკული მაგალითები განიხილა. შეხვედრის დასასრულს, ყველა მონაწილეს მედიააკადემიისგან სერტიფიკატი გადაეცა.


მედიააკადემია ჟურნალისტებს უკვე მეოთხე წელია, სრულიად უფასოდ, სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვა აქტივობებს სთავაზობს.