ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
მესტიის მერი: ჭუბერში ზარალი, საცხოვრებელი სახლების გამოკლებით, 4 მილიონ ლარამდეა

17-07-2018

მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, 5 ივლისს ჭუბერში დაწყებული სტიქიის შედეგად ზარალი ოთხ მილიონამდე ლარს აღწევს.

საუბარია შიდა სასოფლო გზებზე, ხიდებზე, ელექტროგადამცემ ხაზებსა და მიწის ნაკვეთებზე.


„გეოლოგებმა მოამზადეს დასკვნა, რომლის თანახმადაც, შეგვიძლია ვთქვათ ზარალის ეს ოდენობა. უახლოეს დღეებში გვექნება პროექტი, რომლის მიხედვითაც გვეცოდინება, კონკრეტულ ადგილებზე ცხოვრება არის თუ არა შესაძლებელი. სწორედ ამის შემდეგ გვეცოდინება ზუსტად შესაბამისი ზარალის ოდენობაც“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.


ჭუბერში ხორკალის მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად დაზიანდა საავტომობილო და შიდა სასოფლო გზები, მდინარემ წაიღო სახნავ-სათესი სავარგულების ნაწილი და ხიდები. ნაწილობრივ და სრულად დაინგრა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები.

"პია"