გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ტყიბულის პოლიციაში „საქნახშირის“ დირექტორს კითხავენ

17-07-2018

ტყიბულის პოლიციაში „საქნახშირის“ დირექტორისა და უბნის უფროსის დაკითხვა მიმდინარეობს. 
როგორც „საქნახშირის“ ადვოკატმა განაცხადა, გამოძიებას კითხვები შახტაში სამუშაოების წარმოების პროცედურებთან დაკავშირებით აქვს.
„ორი პირი დაიკითხება - შახტის დირექტორი და უბნის უფროსი. სავარაუდოდ, სხვა პირებიც დაიკითხებიან დღის განმავლობაში.
პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას, გამოძიებას უბრალოდ აინტერესებს ის პროცედურული საკითხები, რომელიც მიმდინარეობს უშუალოდ შახტაში და რა სამუშაოებს აწარმოებენ“- განაცხადა იურისტმა, ზაზა შანავამ.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, მინდელის შახტაში ტრაგედია გუშინ დილით მოხდა, რის შედეგადაც 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი დაშავდა.