გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

1-23 მარტს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 7 ლოკაციაზე მოემსახურება

28-02-2023

1-23 მარტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 7 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.

 

 

N

ადგილი

თარიღი

მისამართი

დრო

1

ლანჩხუთი

01.03.2023

ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით

10:00-17:00

2

გურჯაანი

01.03.2023

 თამარ მეფის ქ. #9 (კურორტ ახტალის შესასვლელთან)

10:00-17:00

3

ლენტეხი

02.03.2023

თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ

10:00-17:00

4

ყვარელი

02.03.2023

კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან

10:00-17:00

5

ამბროლაური

13.03.2023

კოსტავას ქ. 20

10:00-17:00

6

ყაზბეგი

16.03.2023

გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

7

ონი

23.03.2023

აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ

10:00-17:00