28-02-2023
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, 1930 წელს გაუქმებული მრავალდარგობრივი სამეცნიერო ჟურნალის - „თბილისის უნივერსიტეტის მოამბე“ (Bulletin de l'universite de Tiflis) აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.
ჟურნალი ქართველ მეცნიერებს საშუალებას მისცემს მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ბაზებში მოხვდეს მათი ნაშრომები, ასევე ხელს შეუწყობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ხილვადობის გაზრდას მისი სამომავლოდ Scopus-ის ბიბლიომეტრიულ ბაზაში ინდექსირების გზით.
სამეცნიერო ჟურნალის კვლევით მიმართულებებზე, ფორმატზე და სხვა დეტალებზე საუნივერსიტეტო საზოგადოება ერთობლივად შეთანხმდება.
აღსანიშნავია, რომ თბილისის უნივერსიტეტის პირველი გამოცემა „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე“ 1919 წელს პროფესორთა საბჭოს განკარგულებით დაიბეჭდა; თავდაპირველად გამოიცა სამი ნაწილი ერთ წიგნად. პირველ ნაწილში დაბეჭდილი იყო სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის პროფესორთა შრომები.