გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რატი ბრეგაძე: ამაზე დიდი პარადოქსი და საზოგადოების დაცინვა რა უნდა იყოს, როდესაც ნაცმოძრაობა ვინმეს მიმართ წამების შეჩერებას მოითხოვს

28-02-2023

„ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და პირიქით – გვინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოედინება ცილისწამების ძალიან დიდი ნიაღვარი არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. დღესაც, მაგალითად, იუსტიციის სამინისტროსთან შეკრებილი იყო რამდენიმე აქტივისტი რადიკალური ოპოზიციიდან, კერძოდ, „ნაცმოძრაობიდან", რომლებიც მოითხოვდნენ წამების შეჩერებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ამაზე დიდი პარადოქსი და საზოგადოების დაცინვა, პირდაპირ ვიტყვი ასეთი ფორმით, რა უნდა იყოს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს ვინმეს მიმართ წამების შეჩერებას, კერძოდ, პატიმრისას", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
 
მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ისაუბრა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ".
 
„დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა ადამიანის მიმართ იმის გამო, რომ ის სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ციხეში აწამეს, და რა ლექსიკა იყო  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში გამოყენებული და როგორ იყო აღწერილი ეს წამება, ამის შესახებ ჩვენ საზოგადოებას  ერთხელ უკვე ვუთხარით... ამ გადაწყვეტილებაში აღწერილია წამების ის მეთოდები, რომლებიც ფართოდ იყო დანერგილი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს პენიტენციურ დაწესებულებებში, და რა არის, რა მეთოდებზეა საუბარი, როგორ არაადამიანურ მიდგომებზე: ადამიანებს თავზე ახურავდნენ სპეციალურ ჩაფხუტს  და პირში უთავსებდნენ სპეციალურ  ბურთებს იმისთვის, რომ მათ არ ელაპარაკათ; ასევე,  კარცერში ათავსებდნენ ცემენტის იატაკზე რამდენიმე ადამიანს, ლოგინი აკეცილი იყო 14 საათის განმავლობაში და დამკვიდრებული იყო ე.წ. საკარანტინე პროცედურები, და წარმოიდგინეთ, რაზეა საუბარი – ეს იყო ხელკეტებით ცემა ნებისმიერი შემსვლელი პატიმრის იმისთვის, რომ უზრუნველეყოთ პატიმრების მორჩილება და მათი თანამშრომლობა. და აქვე ძალიან ნიშანდობლივი მომენტი არის  ამ გადაწყვეტილებაში აღნიშნული, რომ სწორედ 2012 წელს, მთავრობის ცვლილების შემდგომ, გაბედეს პატიმრებმა ამ პრაქტიკაზე საუბარი და სწორედ მაშინ გაბედეს, რომ შეეტანათ სარჩელები, და დღეს ეს ძალა ჩვენ უსინდისოდ მოგვიწოდებს ვინმეს წამების შეწყვეტისაკენ, და რა არის წამება, მაშინ კონკრეტულად დაასაბუთონ – ის, რომ ადამიანს 1800-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა?! ის, რომ არცერთი უფლება მისი, როგორც პატიმრის, არ დარღვეულა პენიტენციურ დაწესებულებაში?! და ის, რომ თითქმის 8 თვეა, იგი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში?!. – ეს არის რომელიმე  უფლების დარღვევა და ეს არის წამება?! ამის თქმა, ვინც უნდა იყოს მისი მხრიდან, არის ყოვლად დაუშვებელი", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.