გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პროკურატურაში დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე გამოკითხეს

17-07-2018

პროკურატურაში ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასევე ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ალავიძე გამოკითხეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
მმართველი გუნდის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, გამოძიება გარკვეული თანხების კანონიერებასთან დაკაშირებით მიმდინარეობს.
„თქვენ რამდენიმე დღის წინ მთავრობის დამტკიცების დროს უსმენდით ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომელმაც კითხვაზე პასუხის დროს განაცხადა, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს.
გამოძიება მიმდინარეობს ზოგადად თანხების კანონიერებასთან დაკაშირებით. დაკითხვა, მგონია, რომ არის ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ინფორმაციის გადამოწმებას ემსახურება“- განაცხადა ბესელიამ.