გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

1-03-2023

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში 11 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა.
გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება 15 მილიონ ლარამდეა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, გათვალისწინებულია 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია. პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება.
პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.
👉გურიის რეგიონში გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია  მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე:
ფონდი, პირველ ეტაპზე, 135 ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო და 100 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.