30-11-2017
მერია ახალი წლის ღამეს გასაცემი ნობათის შესაძენად ტენდერს SPA170015064 აცხადებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის ახალი წლის ღამეს გადასაცემი ნობათების შესაძენად 1 200 ლარია გამოყოფილი.
უნდა შეიძინონ:
რძიანი შოკოლადის კანფეტების ასორტი, შოკოლადის ნაკრები კარამელის და კაკაოს არომატით, შუშხუნა ღვინო, შოკოლადის მომინანქრებული კანფეტი, ვაფლის ტორტი, მოწნული კალათი.
"მიმწოდებელი" ვალდებულია ფასების ცხრილში მოცემული პარამეტრებისა და რაოდენობის შესაბამისად უზრუნველყოს სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის ახალი წლის ღამეს გადასაცემი ნობათების (თითოეული ნობათი მოთავსებული უნდა იყოს ხის მოწნულ კალათში, პორდუქტების ვარგისიანობის ვადა არანაკლებ 2018 წლის აპრილამდე) მიწოდება ქალაქ ქუთაისში, ნ.დუმბაძის №61-ში, 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.
სატენდერო წინადადებების მიღება 8 დეკემბერს იწყება და 11 დეკემბერს მთავრდება.
წყარო: რადიო "ძველი ქალაქი"