გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოზარ სუბარი: შეუძლებელია, რომ ის, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისა და უსაფრთხოებისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის

1-03-2023

შეუძლებელია, რომ ის, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისა და უსაფრთხოებისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი წერს.


სუბარის თქმით, იმედოვნებს, რომ გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს არ უყურებს, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას.
“წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია, რომლითაც ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არ უნდა მოგვიდგნენ.


იმედია, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს არ უყურებს, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას, სადაც სხვა სტანდარტი უნდა იყოს და სხვა სტანდარტი – შეერთებულ შტატებში ან კანადაში.


ძალიან დაბეჯითებითი თხოვნაც და რჩევასაც მექნება გაეროს წარმომადგენლობისთვის – ნუ ისპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით”,  – წერს სუბარი.