გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საბჭოს წევრი: ჩემს გაოცებას იწვევს ქართული მხარის სულისკვეთება და საქმისადმი თავდადება

1-03-2023

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები აქტიურად აკვირდებიან ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს, ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. 


როგორც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საბჭოს წევრმა ფიონა სტივენსმა განაცხადა, გაოცებულია ქართული მხარის სულისკვეთებით და საქმისადმი თავდადებით.
 
"მსოფლიო ჩემპიონატი არ არის მხოლოდ კარგი ინფრასტრუქტურა, რომელიც უდაოდ  შესანიშნავია ბაკურიანში, ჩემს გაოცებას იწვევს ქართული მხარის  სულისკვეთება და საქმისადმი თავდადება, რომ ყველაფერი კარგად წარიმართოს. ძალიან მიხარია, რომ სათხილამურო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის ახალი, წარმატებული ადგილები ჩნდება და ბაკურიანი სწორედ ასეთი ადგილია.  თქვენთან არის მშვენიერი თოვლი, თქვენ გაქვთ შემართება და ენერგია, რაც ერთად, საბოლოოდ ქმნის ამ დიდებულ წარმატებას" - განმარტავს ფიონა სტივენსი.