გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კულტურაზე, სპორტზე, ეკლესიაზე შემხები არის მოღალატე, ვითხოვ ტყუილისგან დაცვას - იოსებ ტყემალაძე ნოდარ მელაძეზე

1-03-2023

კულტურაზე, სპორტზე, ეკლესიაზე შემხები არის მოღალატე, არ შეიძლება ვიღაცამ რაღაც მოთხლუპნოს და საზოგადოებამ ეს მიიღოს - განაცხადა „POSTV“-ის „დიდ გადაცემაში“ რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.


რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ტვ „პირველზე“, ნოდარ მელაძის გადაცემაში, საქართველო-იტალიის მატჩთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, 2022 წლის 9 ივლისს, საქართველო-იტალიის მატჩის წინა დღეს, რაგბის ფედერაციამ სასტუმრო „ლიცში“ რუს ბიზნესმენებს უმასპინძლა, რომლებიც იქ ბიძინა ივანიშვილის პირადი ვერტმფრენით ჩავიდნენ.


„კულტურაზე შეხება, სპორტზე შეხება, ეკლესიაზე შეხება, მე გამოვდივარ პირველი, რომ მაგის შემხები არის მოღალატე. ყველას კარგად ესმოდეს, თუკი ვინმეს ვიცნობ ან მიცნობს და ამის კიდევ ერთხელ გამავრცელებელს, ვიღაცამ არ შეიძლება მოთხლუპნოს რაღაც და ჩვენ საზოგადოებამ მივიღოთ და ეს ვთქვათ. თეთრზე შავი ტყუილია, არ ვიცი, „ქართულ ოცნებასაც“ მოვუწოდებ, მე, მოქალაქე სოსო ტყემალაძე ვითხოვ ტყუილისგან დაცვას“ - განაცხადა იოსებ ტყემალაძემ.