გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: სამძიმარს ვუცხადებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს კირიაკოს მიცოტაკისს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გლოვის დროს საქართველო საბერძნეთის გვერდით დგას

1-03-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს კირიაკოს მიცოტაკისს საბერძნეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს.
 
მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს, რომ გლოვის დროს საქართველო საბერძნეთის გვერდით დგას.
 
„სამძიმარს ვუცხადებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს კირიაკოს მიცოტაკისს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ათობით  დაშავდა. ჩვენი ლოცვა და ფიქრები ახლა მიმართულია მათკენ, ვისი ახლობლებიც დაიღუპნენ  დღეს. გლოვის დროს საქართველო საბერძნეთის გვერდით დგას",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.