2-03-2023
“ომში რომ არ ჩავრთულიყავით და არ გავწყვეტილიყავით ეს ხომ უნდოდათ და უნდათ პუტინს და რუსებს.ე.ი. ამერიკას და დასავლეთს უნდა რომ რუსებს ვეომოთ და გავწყდეთ. რა გამოდის ვინ არის ჩვენი პარტნიორი და კეთილმოსურნე?,”- ამის შესახებ Facebook-ზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე წერს.
“თქვენ როგორც ამბობთ:
1.ბიძინა ივანიშვილმა სისხლიანი რეჟიმი რომ მოგვაშორებინა ეს ყოფილა რუსების ინტერესებში. ე.ი ამერიკის და დასავლეთის ინტერესებშია ნაცების სისხლიანი რეჟიმი საქართველოში;
3.აფხაზეთ-ცხინვალის დაკარგვის მიზეზების გამოძიება უნდა პუტინს და რუსებს. ე.ი. ამერიკას და დასავლეთს არ უნდათ გამოვიძიოთ ვინ და რატომ დაგვაკარგვინა ტერიტორიები;
4.არასამთავრობოების და მედიის დაფინანსების გამჭვირვალეობაზე კანონის მიღება უნდათ რუსებს.ე.ი. ამერიკას და დასავლეთს არ უნდათ ვიცოდეთ ვინ რა საქმიანობას ეწევა უცხოური დაფინანსებით საქართველოში;
5.უვიზოდ და უპრობლემოდ პირდაპირი რეისებით რომ იფრინონ მილიონამდე ჩვენმა მოქალაქემ უნდათ პუტინს და რუსებს. ე.ი. ამერიკას და დასავლეთს უნდა რომ გაგვირთულონ ცხოვრება, ვიწვალოთ ვიზებზე და ვიფრინოთ შემოვლითი გზით;
ორი შეკითხვა მაქვს თქვენთან: 1. თქვენ რა გინდათ? 2. რა გამოდის ვინ არის ჩვენი პარტნიორი და კეთილმოსურნე?”- წერს ნანა კაკაბაძე.