გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჯუანშერ ბურჭულაძე: ერთობლივი საწარმო წარმატებული პროექტია და მიმდინარე წლის აპრილში იგეგმება სატესტოდ რამდენიმე დრონის საქართველოში წარმოება და გამოცდა

2-03-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ „რუსთავი 2”- ის გადაცემა „ღამის კურიერის" ეთერში დრონების წარმოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთობლივი საწარმო წარმატებული პროექტია და მიმდინარე წლის აპრილში სატესტოდ რამდენიმე დრონის საქართველოში წარმოება და გამოცდა იგეგმება.


„ერთობლივი საწარმო ძალიან წარმატებული პროექტია. ჩვენ 2020 წელს დავიწყეთ პოლონურ მხარესთან მუშაობა. მიმდინარე წლის აპრილში სატესტო რამდენიმე დრონს საქართველოში ვაწარმოებთ და გამოვცდით. სატესტო ფრენებსაც ჩავატარებთ. ის ინფრასტრუქტურა, რაც უნდა დახვედროდა მზად არის. „დელტას“ ტერიტორიაზე ავაშენეთ შენობები, სადაც განხორციელდება აღნიშნული დრონების წამოება“.