გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გია აბაშიძე: MONEYVAL საქართველოს ერთ-ერთ რეკომენდაციაში მოუწოდებს: რისკების შემდგომი ანალიზისთვის საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობა და ანგარიშგება იყოს გამჭვირვალე

2-03-2023

ჯერ კიდევ 2020 წლის 2 ნოემბრის ანგარიშში MONEYVAL საქართველოს ერთ-ერთ რეკომენდაციაში მოუწოდებს - რისკების შემდგომი ანალიზისთვის საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობა და ანგარიშგება იყოს გამჭვირვალე და ქვეყანამ გადადგას გარკვეული ნაბიჯები, რათა გაიზარდოს მათი გამჭვირვალობა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საზოგადოების ნაწილი, „ხალხის ძალის“ კანონპროექტს „რუსულს“ უარგუმენტოდ უწოდებს, მაშინ, როცა საქართველოს ჯერ კიდევ 2020 წელს მოუწოდა ევროპის საბჭოს რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა (MONEYVAL) მესამე სექტორის გამჭვირვალობის გაუმჯობესების კუთხით ნაბიჯების გადადგიმისკენ.

 

მისი თქმით, ევროპელი აქტორების რეაქცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გასაკვირი არ არის, ვინაიდან ისინი მიხეილ სააკაშვილზე სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტსაც იგნორირებას უკეთებენ და მას "პოლიტიკურ პატიმარს" უწოდებენ.

 

“1997 წელს, ევროპის საბჭოში შეიქმნა ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი (The Committee of Experts on the Evaluation of Anti-Money Laundering Measures and the Financing of Terrorism - MONEYVAL). ამ კომიტეტის წევრი საქართველო 1999 წელს გახდა. ჯერ კიდევ 2020 წლის 2 ნოემბრის ანგარიშში MONEYVAL საქართველოს ერთ-ერთ რეკომენდაციაში მოუწოდებს - რისკების შემდგომი ანალიზისთვის საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობა და ანგარიშგება იყოს გამჭვირვალე და ქვეყანამ გადადგას გარკვეული ნაბიჯები, რათა გაიზარდოს მათი გამჭვირვალობა. უარგუმენტო სუბიექტებისთვის "ხალხის ძალის" ინიციატივა მაინც "რუსულია", მაშინ როდესაც ორწლინახევრის წინ არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობის გაუმჯობესებაზე მოგვიწოდეს სტრასბურგიდან.

 

არ მიკვირს იმ ევროპელი აქტორების გაუგონარი წიოკი კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი კრიმინალ სააკაშვილზე დააიგნორეს და მას "პოლიტიკურ პატიმარს" უწოდებენ. თვალთმაქცობა და ფარისევლობა დღეს ძალიან ზენიტშია.” – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.