გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

„საქნახშირის“ დირექტორი: გაჩერებულ შახტს უფრო მეტად უნდა მოვლა, ვიდრე მომუშავეს

18-07-2018

„საქნახშირის“ დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, გაჩერებული შახტი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, ამიტომ იქ პრეველციული სამუშაოების გატარებაა აუცილებელი.
მისივე თქმით, შახტში მუშები არ შევლენ და იქ მხოლოდ წყლის ამოტუმბვა მოხდება.
„სამუშაოებში იგულისხმება ის, რომ პრევენციები უნდა გავატაროთ, ხანძარსაწინააღმეგო. გაჩერებულ შახტს უფრო მეტად უნდა მოვლა, ვიდრე მომუშავეს. აქ მუშები არ იმუშავებენ, იქნება მხოლოდ წყალსაქაჩი. საათში დააკლოებით 350-400 კუბი წყალი შემოედინება და ეს თუ არ ამოვიღეთ, დაგვეტბორება.მხოლოდ და მხოლოდ შესრულდება წყლის ამოღებისა და უსაფრთხოების ზომების გასატარებელი სამუშაოები“- განაცხადა საქნახშირის დირექტორმა.