გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაალ ანჯაფარიძე ლაშა ტუღუშის ინიციატივაზე: 2016 წელს თავად არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროკავშირის დაფინანსებული კვლევის საფუძველზე, ითხოვდნენ იგივეს, რასაც კანონი ითხოვს; საინტერესოა, რა შეიცვალა მას შემდეგ

2-03-2023

ვნებათაღელვების ფონზე დოკუმენტებით საუბარი და წარსულის გახსენება მოდაში აღარ არის, მაგრამ დოკუმენტები არ იწვიან და არც მათი ავტორები არ გამქრალან არსად - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტში „ხალხის ძალის“ წევრის სოზარ სუბარის გამოსვლას, სადაც „ხალხის ძალის“ კანონპროქტებს განიხილავენ.


მისი თქმით, როგორც ახლახანს გახდა ცნობილი კომიტეტის სხდომაზე, 2016 წელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროკავშირის დაფინანსებულ კვლევის საფუძველზე ითხოვდნენ იგივეს, რასაც კანონი ითხოვს.


„ვნებათაღელვების ფონზე დოკუმენტებით საუბარი და წარსულის გახსენება მოდაში აღარ არის, მაგრამ დოკუმენტები არ იწვიან და არც მათი ავტორები არ გამქრალან არსად. არც ისე დიდი ხნის წინ, 2016 წელს თავად არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროკავშირის დაფინანსებული კვლევის საფუძველზე, ითხოვდნენ იგივეს, რასაც კანონი ითხოვს. ამაზე ახლახანს გაცხადდა კომიტეტის სხდომაზე. საინტერესოა, რა შეიცვალა მას შემდეგ?“ - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.