გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია აბაშიძე: გიორგი ბურჯანაძის მსგავსმა მარგინალებმა ბრმად უნდა შეასრულონ დასავლეთის ნებისმიერი "დავალება"; ასეთებისთვის სამშობლო და პატრიოტიზმი სხვახარისხოვანია

2-03-2023

ამ სამარცხვინო სუბიექტისთვის, ევროკავშირი თუ ეტყვის, რომ ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა იდგეს, უნდა გააკეთოს. დიახ, გიორგი ბურჯანაძის მსგავსმა მარგინალებმა ბრმად უნდა შეასრულონ დასავლეთის ნებისმიერი "დავალება" - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელზე.

 

მისი თქმით, ასეთებისთვის სამშობლო და პატრიოტიზმი სხვახარისხოვანია.

 

„ნაცალქაჯების უკიდურესად სამარცხვინო, იაფფასიანი წიოკის ფონზე პარლამენტში გამოჩნდა ვითომ ქართველი ხალხის ჩემპიონის, ნინო ლომჯარიას ასევე ჩაბჟირებული გიორგი ბურჯანაძე. ამ სამარცხვინო სუბიექტისთვის, ევროკავშირი თუ ეტყვის, რომ ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა იდგეს, უნდა გააკეთოს. დიახ, გიორგი ბურჯანაძის მსგავსმა მარგინალებმა ბრმად უნდა შეასრულონ დასავლეთის ნებისმიერი "დავალება".

 

ასეთებისთვის სამშობლო და პატრიოტიზმი სხვახარისხოვანია. შევარცხვინე ნებისმიერი ნაცაქტორი, რომელსაც ამგვარი მონური აზროვნება აქვს!“ - წერს გია აბაშიძე.