გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„საქნახშირის“ დირექტორი: შეცდომები გვაქვს დაშვებული და ავაფეთქეთ ხალხი

18-07-2018

„საქნახშირის“ გენერალური დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, კომპანიას უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით შეცდომები აქვს დაშვებული.
მისივე თქმით, პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება იყოს უბნის უფროსის ან ასევე ვინტილაციის ცვლის უფროსის, რომელსაც უსაფრთხოებაც ეხება.

„შეცდომები გვაქვს დაშვებული, გასაყვანი მანძილიდან ხალხი ვერ გავიყვანეთ, ავაფეთქეთ და არ იყო ყველა გაფრთხილებული, ეს ჩემი ვარაუდებია. სრულყოფილად გამოძიება იტყვის. იქ ცვლის უფროსი იყო უბნის, ვისაც ეკუთვნოდა ხალხი და უბანი, იყო ვინტილაციის ცვლის უფროსი, რომელსაც უსაფრთხოებაც ეხებოდა, იყო ამფეთქებელი, იყო კიდევ შვიდი მუშა“- განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა. 
აღსანიშნავია, რომ მეშახტეები მინდელის სახელობის შახტის ხელმძღვანელობის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ. ამ საკითხზე ისინი ჯამბულ ჯაყელსაც შეხვდნენ და საკუთარი მოთხოვნები გააცნეს.