გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ITB ბერლინის დირექტორი: ITB Berlin-ის გამოფენაზე საქართველოს შესანიშნავი სტენდი ქვეყნის მრავალფეროვან კულტურას და გამორჩეულ ისტორიას ასახავს

3-03-2023

ბერლინის ტურისტული გამოფენის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს სტენდის  ბოლო მოსამზადებელ სამუშაოებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილთან და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძესთან ერთად  ადგილზე გაეცნო ITB ბერლინის დირექტორი დებორა როთი.

საქართველოს სტენდთან გამოფენის დირექტორმა ITB 2023-ზე, საქართველოს როგორც მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რამდენიმე დღეში ITB ბერლინის ტურისტული გამოფენის კარი გაიხსნება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ წელს საქართველოსთან ერთად ვატარებთ ამ ღონისძიებას და საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი. მასპინძელ ქვეყანასთან პარტნიორობა თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს. ჩვენ საქართველოსთან ერთი წელია მჭიდროდ ვმუშაობთ,  ერთად დავგეგმეთ ITB 2023-ის აქტივობები.  გამოფენაზე  საქართველოს სტენდი 700 კვ. მ. ფართობზე მეტ ტერიტორიას დაიკავებს და მოუთმენლად ველი როდის მიიღებს ის საბოლოო სახეს. ეს სპეციალური და  შესანიშნავი სტენდი საქართველოს მრავალფეროვან კულტურას და გამორჩეულ ისტორიას ასახავს",-აცხადებს ITB ბერლინის გამოფენის დირექტორი დებორა როთი.

გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა".

ITB Berlin 1966 წლიდან იმართება.  2019 წელს, მსოფლიო პანდემიამდე ITB Berlin-მა მსოფლიოს 181 ქვეყნიდან  გამოფენის  10 ათას მონაწილეს უმასპინძლა. გამოფენას 160 ათასი სტუმარი ჰყავდა და მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა.