3-03-2023
„ჯარისკაცების ბინებით უზრუნველყოფა მახათას მთაზე პრემიერ-მინისტრის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო. ბინები ათასზე მეტ სამხედროს გადაეცემა. დავასრულეთ ტერიტორიის მოპირკეთება და ვფიქრობთ, ჩვენ მიმდინარე წლის გაზაფხულზე გადავცემთ სამხედროებს ბინებს“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ დაკანონების პროექტზე და და ჯარისკაცების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა.
„უნდა აღინიშნოს დაკანონების პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა იყო. ჩვენ ეს პრობლემაც გადავჭერით – დაახლოებით 1500-მა მოქმედმა და ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ დაიკანონა მათ მფლობელობაში არსებული ფაქტობრივი ფართები და რა თქმა უნდა, ესეც არის სოციალური დამოკიდებულების ნაწილი. შარშან ჩვენ 20%-ით გავუზარდეთ ანაზღაურება თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს. წელს იანვრიდან უკლებლივ ყველა სამხედრო მოსამსახურეს დამატებით, კიდევ 20%-ით გაეზარდა ანაზღაურება. ქვეყნის ეკონომიკა მოგვცემს საშუალებას, რომ გავაგრძელოთ ეს ტენდენცია და რა თქმა უნდა, ზრუნვას ჩვენ სამხედროებზე არ შევწყვეტთ“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.