ორშაბათი, მაისი 19, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ირაკლი (დაჩი) ბერაია შალვა შავგულიძეს: თქვენ ბრძანეთ, რომ აგენტების ამერიკულ კანონში არ მოგწონთ ადამიანების უფლებების დაცვის სტანდარტი, „ხალხის ძალას“ ხომ არ შემოგვიერთდებით და ერთად ხომ არ ვიყოთ ამ პოზიციაზე?

6-03-2023

„ბატონო გურამ, ხომ არ გაქვთ განცდა, რომ ის რეაქცია, რომელიც არის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც, არის არაადეკვატურად დიდი, იმის ფონზე, რომ ჩვენ ამ კანონპროექტის გაგზავნას, სანამ კანონად იქცევა, ვაპირებთ ვენეციის კომისიისთვის? - და თუ გაქვთ ეს განცდა, ხომ არ გაქვთ ახსნა, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი არაადეკვატური რეაქცია? - ამ შეკითხვით „ხალხის ძალის“ წევრმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ გურამ მაჭარაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა.


„ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული ორივე კანონპროექტის განხილვაზე, ბერაიამ ასევე მიმართა შალვა შავგულიძეს და აღნიშნა, რომ მისი უარყოფითი პოზიცია ამერიკულ კანონში არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის შესახებ „ხალხის ძალის“ პოზიციას ემთხვევა.


„ბატონო შალვა, თქვენ ბრძანეთ, რომ აგენტების ამერიკულ კანონში არ მოგწონთ ადამიანების უფლებების დაცვის სტანდარტი - „ხალხის ძალას“ ხომ არ შემოგვიერთდებით ამ მოსაზრებით და ერთად ხომ არ ვიყოთ ამ პოზიციაზე?“ - ჰკითხა ბერაიამ შავგულიძეს.