გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი ხატია დეკანოიძეს: ჰააგაში ჩვენ მოვიგეთ და არა თქვენ - თქვენ გადამალეთ მტკიცებულებები, რომლითაც საქმის მოგება შეგვეძლო

6-03-2023

ჰააგაში ჩვენ მოვიგეთ და არა თქვენ - თქვენ გადამალეთ მტკიცებულებები, რომლითაც საქმის მოგება შეგვეძლო. თქვენ სადაც შეიტანეთ, გაეროს საერთაშორისო სასამართოში, წააგეთ ის - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ხატია დეკანოიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განუცხადა.

 

მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვის დროს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე საუბრისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ჰააგაში მოგებული სასამართლოს გარდა, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებაც გაიხსენა.

 

„სტარსბურგის სასამართლოსა და ჰააგაში პროცესები ვინც წარმართა, ეს იყო „ქართული ოცნების“ გუნდი. დაკარგული ინსკანდერი ვინც ჩამოგატანინათ, ესეგეც იცით კარგად“ - მიმართა ოხანაშვილმა დეკანოიძეს.