გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლანჩხუთში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა

19-07-2018

ორდღიანმა ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, დაზიანდა შიდა სასოფლო გზები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები.
მოვარდნილმა წყალმა რამდენიმე ოჯახს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა  ხაჯალიაზე, ნიგვზიანსა და ჯურუყვეთში.
დაიტბორა რომან აფხაზავას საცხოვრებელი სახლის პირველი სართული. ღელე, რომელიც სახლის გვერდით ჩაედინება ადიდდა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, საჭიროა გაბიონის მოწყობა, ვინაიდან უხვი ნალექის დროს ანალოგიური მდგომარეობა ექმნაბათ.
არჩეულში, ციური დვალიშვილის სახლთან ადიდებულმა ღელემ, გზა დატბორა. აღნიშნულ ადგილას საჭიროა, ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სოფლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის დათვალიერება და მათი აღნუსხვა მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ.

"გურიის მოამბე"