გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა მდინარაძე: ერთ-ერთი არხის წამყვანმა პირდაპირ ეთერში იარაღის ხელში აღებისკენ მოუწოდა საზოგადოებას, თუმცა გადაცემის ბოლოს გაამეორებინეს, ვიღაცამ დაარიგა როგორც ჩანს რომ დანაშაულია ასეთი მოწოდება

7-03-2023

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „მთავარი არხის“ წამყვანის, ნათია გოგსაძის მიერ პირდაპირ ეთერში გაჟღერებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ივანე ჯავახიშვილის სიტყვები მოიშველია და საზოგადოებას იარაღის ხელში დაჭერისკენ მოუწოდა.„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „მთავარი არხის“ წამყვანის, ნათია გოგსაძის მიერ პირდაპირ ეთერში გაჟღერებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ივანე ჯავახიშვილის სიტყვები მოიშველია და საზოგადოებას იარაღის ხელში დაჭერისკენ მოუწოდა.


„რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ერთ-ერთი არხის წამყვანმა პირდაპირ ეთერში გამოიყენა რა, აქაც სპეკულაციურად რა თქმა უნდა, ივანე ჯავახიშვილის წარსულში ნათქვამი, ყველასთვის ცნობილი სიტყვები, პირდაპირ იარაღის ხელში აღებისკენ მოუწოდა საზოგადოებას. თუმცა შემდეგ, გადაცემის ბოლოს სხვაგვარად გაამეორებინეს, ჩაგვიგდეს ეს ვიდეოც, დააზღვიეს აქამდე რომ არ მივიდეთ და ასეთი ნარატივი განავითარა, ვიღაცამ დაარიგა როგორც ჩანს, რომ საციხო საქმეს აკეთებ, რომ დანაშაულია პირდაპირ ეთერში ასეთი მოწოდება და შემდეგ მესიჯი კი გაამძაფრა, მაგრამ დაზღვევაც გააკეთა თავისი ვორდინგის. აი, აქამდე არიან მისულები და მათი რეალური სურვილები ეს არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.