გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან ცოტა ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვანი ისტორია და მრავალათასწლიანი ეროვნული კულტურა აქვს, ეს კულტურა მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია და თავად კაცობრიობასავით ძველია

7-03-2023

ძალიან ცოტა ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვანი ისტორია და მრავალათასწლიანი ეროვნული კულტურა აქვს. ეს კულტურა მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია და თავად კაცობრიობასავით ძველია, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
  
მთავრობის მეთაურის თქმით,  საქართველოს ისტორია უხსოვარ დროში იწყება. ევრაზიის ტერიტორიაზე  ადამიანის უძველესი წინაპარი საქართველოშია აღმოჩენილი.
 
„ძალიან ცოტა ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვანი ისტორია და მრავალათასწლიანი ეროვნული კულტურა აქვს. ეს კულტურა მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია და თავად კაცობრიობას ხნისაა.
 
დიახ, ჩვენი ისტორია უხსოვარ დროში იწყება. ევრაზიის ტერიტორიაზე  ადამიანის უძველესი წინაპარი საქართველოშია აღმოჩენილი. ალბათ ყველას გსმენიათ Homo Georgicus-ის, პირველი ევროპელების შესახებ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თითქმის ორი მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ და სათავე დაუდეს თანამედროვე ევროპის მოსახლეობას.
 
ქართველ ერს  ყოველთვის ჰქონდა მჭიდრო კავშირი მახლობელი აღმოსავლეთისა თუ შუამდინარეთის ძველ ცივილიზაციებთან. ქართული პოლიტიკური ერთეულების უძველესი მოხსენიება ასურულ წყაროებში გვხვდება. ქართული სამეფოები კოლხეთი, დიაოხი, იბერია მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად იქცა.
 
ანტიკურ ეპოქაში ჩვენ მაშინდელი დასავლური ცივილიზაციის მნიშვნელოვანი კერა ვიყავით; "ოქრომრავალი კოლხეთი" - ასე იხსენიება კოლხეთი უძველეს წერილობით წყაროებში ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქების გვერდით, როგორებიცაა  მიკენი, ბაბილონი, ათენი. ძველ კოლხეთში ჰყვაოდა ფილოსოფია; ფაზისის ფილოსოფიური სკოლის შესახებ, სადაც თვით ბერძნებიც იღებდნენ განათლებას, თავად ძველი ელადის ფილოსოფოსები მოგვითხრობენ.
 
არქეოლოგიური  აღმოჩენები ცხადყოფენ კავშირს ოქროს საწმისის ელინურ მითსა და რეალობას შორის; ამ კავშირში ეჭვი არ ეპარებოდათ ჯერ კიდევ ძველ ბერძენ ისტორიკოსებს. სწორედ კოლხეთის, როგორც ოქროს საწმისის ქვეყნის წყალობით დაიმიკვიდრა პირველად საქართველომ თავისი ღირსეული ადგილი ევროპულ კულტურაში: კოლხეთში არგონავტების ლაშქრობას ეძღვნება ბერძნული მითოლოგიის მთელი ციკლი, ხოლო ბერძნული მითები არის ის მთავარი წყარო, რომელმაც დასაბამი მისცა ჯერ ანტიკურ, ხოლო შემდგომ ევროპულ კულტურას", - განაცხადა პრემიერმა.