გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მცირერიცხოვან, მაგრამ წარსულით ამაყ, თავისუფლების მოყვარე, დაუმარცხებელ ქართველ ერს წარმოვადგენთ

7-03-2023

ჩვენ  მცირერიცხოვან, მაგრამ წარსულით ამაყ, თავისუფლების მოყვარე, დაუმარცხებელ ქართველ ერს წარმოვადგენთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სავიზიტო ბარათი და ამავე დროს, კაცობრიობის კულტურული მონაპოვარია  მრავალხმიანი სიმღერა;
 
„ასევე უძველესია ქართული დამწერლობა - ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უნიკალური, რომელსაც  ძველი წელთაღრიცხვით III საუკუნეში ფარნავაზ I-მა მისცა საბოლოო სახე, თუმცა ზოგიერთი ცნობებით,  ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე საუკუნიდან არსებობდა; ჩვენი დამწერლობის უძველესი ნიმუშები აღმოჩენილია როგორც საქართველოში, ისე, მის ფარგლებს გარეთ. ქართული ანბანი მნიშვნელოვანი ცვლილების შედეგად სამი სახის დამწერლობად ჩამოყალიბდა.
ჩვენ  მცირერიცხოვან, მაგრამ წარსულით ამაყ, თავისუფლების მოყვარე, დაუმარცხებელ ქართველ ერს წარმოვადგენთ.
ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი, და, ამავე დროს, კაცობრიობის კულტურული მონაპოვარია  მრავალხმიანი სიმღერა; ქართულ პოლიფონიაში განსახიერებულია ადამიანის ყველაზე დიდი ღირსებები: თითოეული ინდივიდის თავისუფლება და უნიკალურობა და, ამავე დროს, სხვისადმი პატივისცემა, სოლიდარულობა და ჰარმონიული თანაცხოვრებისკენ სწრაფვა.
 
ალბათ, ქართული სული ყველაზე თვალსაჩინოდ ჩანს ჩვენს ცეკვებში, რომელიც ათასწლეულებში იღებს სათავეს. ყველა კუთხეს მისთვის დამახასიათებელი  შრომის, ბრძოლისა თუ ყოფითი ქორეოგრაფია აქვს, და ყველა მათგანი სიცოცხლისა და თავისუფლების სიყვარულითაა განმსჭვალული.
 
სიმღერასთან, ცეკვასთან, ურთიერთობის ტრადიციებთანაა დაკავშირებული ქართული სუფრა - ჩვენი ყოველდღიური კულტურის, სოციალური ყოფის განუყოფელი ნაწილი. ქართული სუფრა უნიკალურია მთელ მსოფლიოში და ვხუმრობთ, რომ პირველი ნიშნებია დემოკრატიული საზოგადოებისა, იმიტომ, რომ აქ არის თანასწორი ურთიერთობების, საჯარო მსჯელობის, ტრადიციების გაგრძელებისა და, ხშირად, ახალი ტრადიციების დაბადების ადგილი. ამას ადასტურებს დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილი არქეოლოგიური ნიმუშები", - განაცხადა პრემიერმა.