7-03-2023
მე ძალიან მიხარია, რომ საქართველო არის წლევანდელი ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ საოცარ ქვეყანაში იმოგზაუროთ, - ამის შესახებ მესე ბერლინის დირექტორმა დირკ ჰოფმანმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
დირკ ჰოფმანმა იმედი გამოთქვა, რომ ყველას გაეზრდება სურვილი, საქართველოში იმოგზაუროს.
„ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ყველა ვიმყოფებით ბერლინის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში, სადაც ტარდება საერთაშორისო ტურზიმის გამოფენა. მიხარია, რომ ყველანი ვხვდებით ერთმანეთს და განსაკუთრებული მილოცვით მინდა მივესალმო ყველა ქვეყანას და განსაკუთრებით მასპინძელ ქვეყანას, საქართველოს და მის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო.
მე ძალიან მიხარია, რომ საქართველო არის წლევანდელი ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ საოცარ ქვეყანაში იმოგზაუროთ მენტალურად ამ კონკრეტულ შემთხვევაში და შემდეგ უკვე ფიზიკურად და ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ თქვენი ურთიერთობა ამ მიმართულებით. მე იმედი მაქვს, რომ ყველას გაგვეზრდება სურვილი, რომ ამ ქვეყანაში ვიმოგზაუროთ. ", - განაცხადა დირკ ჰოფმანმა.