19-07-2018
" ეთნორადიკალიზმი თავად აფხაზებისთვის იქნებადამღუპველი. ეთნიკური რადიკალიზმი აუცილებლადგამოიწვევს კონფლიქტს აფხაზებსა და სხვა ეთნიკურდაჯგუფებებს შორის, პირველ რიგში, სომხებთან, რუსებთან და მეგრელებთან, რაც აფხაზურსახელმწიფოს დაღუპავს. ამით აუცილებლად ისარგებლებენ ჩვენი მტრები", - განაცხადაოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა "პრემიერ-მინისტრმა" და ახლანდელი ოპოზიციისლიდერმა სერგეი შამბამ მთავარი ოპოზიციური პარტიის - "ამცახარას" ხამაურიანი ყრილობის შემდეგ აფხაზური მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში. " ეთნორადიკალიზმი თავად აფხაზებისთვის იქნებადამღუპველი. ეთნიკური რადიკალიზმი აუცილებლადგამოიწვევს კონფლიქტს აფხაზებსა და სხვა ეთნიკურდაჯგუფებებს შორის, პირველ რიგში, სომხებთან, რუსებთან და მეგრელებთან, რაც აფხაზურსახელმწიფოს დაღუპავს. ამით აუცილებლად ისარგებლებენ ჩვენი მტრები", - განაცხადაოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა "პრემიერ-მინისტრმა" და ახლანდელი ოპოზიციისლიდერმა სერგეი შამბამ მთავარი ოპოზიციური პარტიის - "ამცახარას" ხამაურიანი ყრილობის შემდეგ აფხაზური მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში.
შამბას თქმით, "აფხაზური სახელმწიფო" დაღუპვისკენ და გაქრობისკენ მიდის და ერთ-ერთიმთავარი პრობლემა აფხაზეთში ახალგაზრდების ეთნორადიკალებად და კრიმინალებადჩამოყალიბებაა. თუ ეს ტენდენცია არ შეჩერდა, აფხაზეთი ორი საფრთხის წინაშეაღმოჩნდება: ერთი საფრთხეა ის, რომ აფხაზური ეთნოსი, ენა გაქრეს, სხვა დიდმა ეთნიკურმა ჯგუფებმაშთანთქას, მაგალითად, რუსებმა და სომხებმა, მეორე კი ის, რომ ახალგაზრდებში მზარდირადიკალური ნაციონალიზმი ბოლოს და ბოლოს ახალ ეთნოკონფლიქტს გამოიწვევს,ამჯერად აფხაზებსა და რუსებს, სომხებს, მეგრელებს შორის.
აფხაზ ახალგაზრდებში ეთნორადიკალიზმის აღორძინება ქვეყნის "მტერი ქართველების"ამაზრზენი თვისების კოპირებაა. ამ ყველაფერს კი ეთნიკური საფუძველი აქვს, რადგანაფხაზური ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ებრძოდა საქართველოსეთნორადიკალიზმს და არა მარტო იმიტომ, რომ ქართული ეთნორადიკალიზმი აფხაზებსავიწროებდა, არამედ იმიტომ, რომ აფხაზური ინტელიგენციისთვის ამაზრზენი იყოეთნორადიკალიზმი, როგორც პრინციპი. "ახლა კი, როდესაც ეს ახალგაზრდებმა დაიწყეს,ამით ჩვენი მტრის გზას ვიმეორებთ და საკუთარ იდეალებს ვღალატობთ. ჩვენ დავამარცხეთმტერი (ქართველები), მაგრამ რატომ უნდა მივიღოთ მათი ყველაზე ამაზრზენი თვისებები?" -განაცხადა შამბამ.
"ამცახარას" ყრილობა 29 ივნისს გაიმართა და საგანგებო რეზოლუციაც მიიღეს. ოპოზიცია დეფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ხელისუფლებას 10 დღეს აძლევს, შეასრულოს ოპოზიციისმოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის წინააღმდეგ სახალხო გამოსვლას აანონსებს. ესმოთხოვნაა საკადრო საკითხის გადასინჯვა, კრიმინალის ალაგმვა , კონსტიტუციურირეფორმების გატარება: პროტესტის მთავარი საბაბი ისაა, რომ "ხელისუფლებამ", დაპირებისმიუხედავად, არც ერთი ოპოზიციონერი არ დანიშნა თანამდებობაზე. თანაც ბოლო დროსმკვლელობა-ყაჩაღობა-გაუპატიურება და ამის გამო ლინჩის წესით გასამართლება თუშურისძიება ძალიან მოხშირდა, "ხელისუფლება" კი ვერ უმკლავდება კრიმინალს და, ასევე,პროტესტის საგანია ის, რომ გალსა და ოჩამჩირეში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც"უცხოელი მოქალაქეები" არიან, აფხაზურ ე.წ. პასპორტებს ურიგებენ".