გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საგამოძიებო სამსახურმა თებერვლის თვეში უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 45 ფაქტი გამოავლინა

7-03-2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2023 წლის თებერვლის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 45 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით 47 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 21 პირი დააკავეს.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 46 116 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 226 000 ლარს აღემატება.


აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, თავისუფლების აღკვეთით 6-დან 8 წლამდე ვადით.