7-03-2023
კასპის მუნიციპალიტეტის სპორტულ ინფრასტრუქტურას ორი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი შეემატება.
სპორტული მოედნები მოეწყობა სოფელ თელიანსა და ახალციხეში.
სოფლებში სპორტული მოედნების ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ახალგაზრდობის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და დროის მიზნობრივად გამოყენებას.
გასულ წელს ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო სოფელ ოკამში, მეტეხში, ქვემო ჭალასა და ქვემო გომში.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტში ერთ- ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ვინაიდან მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის მოთხოვნაა.