გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ITB Berlin-ის გამოფენის ფარგლებში სათავგადასავლო ტურიზმის პავილიონს თორნიკე რიჟვაძე გახსნის

7-03-2023

ITB Berlin-ის გამოფენის ფარგლებში დღეს, სათავგადასავლო ტურიზმის პავილიონს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გახსნის და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს, აჭარის ტურისტულ და საინვესტიციო შესაძლებლობებს გააცნობს.

ITB Berlin 2023 ქართული გალა-კონცერტით საზეიმოდ გაიხსნა. ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყანაა. მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ ღონისძიებაზე საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყნიდან სტუმრებს აცნობს  ჩვენს კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს, ასევე, ქვეყნის თანამედროვეობას.

ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, თბილისის მერიასთან, ტურისტულ ასოციაციებთან, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარმოდგენილი.